აშშ ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი სექსუალურ შევიწროვებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. 83 წლის ბუშს ამჯერად ბრალდება ტეხასის მცხოვრებმა როტსლინ კორიგანმა წაუყენა. ქალბატონის მტკიცებით, შემთხვევა 2003 წელს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ოფისში მოხდა, როდესაც ის 16 წლის იყო. მოსარჩელის განცხადებით, ღონისძიებაზე ის მამამ წაიყვანა. კორიგანი ამტკიცებს, რომ ფოტოსესიის დროს უფროსი ბუში მას სხეულზე ეხებოდა. ყოფილი პრეზიდენტი მაშინ 79 წლის იყო. კორიგანი მეექსვე ქალია, რომელმაც უფროსი ბუში სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.