ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ახალ შენობაში, ღონისძიება "Georgia Welcomes You" გაიმართა.
ღონისძიების დამსწრე სტუმრებს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საქართველოს მზარდ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა, რომლის შედეგად ქვეყანა ყველაზე სასურველ ტურისტულ დანიშნულებათა ჩამონათვალში წამყვან პოზიციებზეა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თორნიკე ზირაქიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს ტურისტული სტრატეგია და ტურიზმის ფეროში არსებული სიახლეები.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მიესალმა 2016 წელს საქართველოს მე-6 000 000 ტურისტი ჯესპერ ბლექი, რომელმაც ისაუბრა საქართველოში მოგზაურობის შესახებ, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
ღონისძიებაზე გათამაშდა საქართველოს ავიახაზების მიერ დაწესებული პრიზი–ორი ავიაბილეთი საქართველოში. სტუმრებს ასევე საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები.
საქართველოს საელჩომ აღნიშნული ღონისძიება, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდების მიზნით დაგეგმა.