სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. ტელეგრამ-არხ Directorate 4-ის ინფორმაციით, ადგილობრივ აეროდრომზე თავდასხმა განხორციელდა. აეროდრომის ტერიტორიაზე სავარაუდოდ თავი თვითმკვლელმა ტერორისტმაც აიფეთქა. ერთ-ერთი ვერსიით, თავდასხმა ჩეჩენმა მებრძოლებმა განახორციელეს. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.