ცნობილ ლიტველ რეჟისორს, შარუნას ბარტასს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ. ბრალდება მას მსახიობმა იულია სტეპონაიტიტემ წაუყენა. მსახიობის თქმით, 5 წლის წინ, კასტინგის შემდეგ ბარტასმა ის ნომერში შეიყვანა, ალკოჰოლი მიაღებინა და სექსუალური კონტაქტის დამყარება სცადა, რაც არ გამოუვიდა. სტეპონაიტიტეს მტკიცებით, რეჟისორი ამის შემდეგ მას სექსუალურად მუდმივად ავიწროვებდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია.