ანკარა კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატებიდან ფეთულა გიულენის გატაცებას გეგმავდა. ამერიკაში თურქეთის საელჩოს განცხადებით, ეს ინფორმაცია სასაცილოა და სიმართლეს არ შეესაბამება.
მანამდე ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯეიმს ვულსმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფებისგან დევნილი სასულიერო პირის გატაცება მარტში იგეგმებოდა და ოპერაცია 15 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ შეთქმულებაში ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინიც იღებდა მონაწილეობას.