ფილიპინების ლიდერმა ამერიკელი კოლეგის თხოვნით იმღერა. აზიური სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამართულ საზეიმო ვახშამზე როდრიგო დუტერტე ტრამპის თხოვნით სცენაზე ავიდა და მომღერალ პოლიტა კორალესთან ერთად ცნობილი სიმღერა შეასრულა.
„ქალბატონებო და ბატონებო, მე ეს სიმღერა ამერიკის მთავარსარდლის თხოვნით შევასრულე,“-განაცხადა სიმღერის დასრულების შემდეგ დუტერტემ.