ჰოლივუდში სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები დიდების ხეივნის გავლით ტელეკომპანია სიენენის ოფისამდე მივიდნენ. აქციაზე ქალები სჭარბობდნენ. სექსუალურ შევიწროებაში ჰოლივუდის რამდენიმე ცნობილ პროდიუსერსა და მსახიობს ადანაშაულებენ. მათ შორის არიან: კევინ სპეისი, ჩარლი შინი, სტივენ სიგალი, ლუი სი ქეი, დასტინ ჰოფმანი და ჰარვი ვაინშტეინი.