შვეიცარიაში, ფლუმსის კომუნაში ნაჯახით შეიარაღებული 17 წლის მოზარდი მოქალაქეებს დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ მოზარდი მოქალაქეებს ერთ-ერთ პარკში დაესხა თავს და შემთხვევის ადგილიდან მოპარული ავტომობილით მიიმალა. მოგვიანებით კი მან ბენზინგასამართ სადგურზე მყოფ ადამიანებსაც მიაყენა სხეულის დაზიანებები. მოზარდი უკვე დაკავებულია. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.