მადრიდში კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში მანიფესტანტები პრემიერ მინისტრის, მარიანო რაჰოის განცხადებას გამოეხმაურნენ. პარასკევს ესპანელი კანონმდებლები კატალონიაში პირდაპირი მმართველობის ამოქმედებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ იმსჯელებენ. ეს ფაქტი მადრიდში მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფებში უკმაყოფილებას იწვევს. დემონსტრანტების ნაწილი ამ ქმედებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს.