განათლების მომსახურების ახალი კოდექსით გათვალისწინებული დღგ-ის დაბეგვრას მთავრობამ, შესაძლოა, გადახედოს. როგორც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტრეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი სირაძემ განაცხადა, ატეხილი ხმაურის გამო მთავრობამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაიაროს აღნიშნული საკითხი.
"ახალი საგადასახადო კოდექის პროექტში ნათქვამია, რომ განათლების სფეროს მომსახიურეობა დღგ-ით დაიბეგრებოდა, საიდანაც სახელმწიფო წელიწადში 130 მილიონი ლარის ფისკალურ ეფექტს ელოდება. აქედან 70 მილიონი ლარი არის უმაღლესი სასწავლებლებიდან, ხოლო დაახლოებით 60 მილიონი ლარი კერძო სკოლებიდან დღგ-ის სახით შემოსასვლელი თანხა", - განაცხადა სირაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის უკან გადადგმული ნაბიჯი, რადგანაც თუკი განათლების მომსახურეობა დღგ-თი დაიბეგრება, სასწავლებლის მეპატრონეები სწავლის საფასურს გაზრდიან, რაც საბოლოოდ აბიტურიენტისა თუ მოსწავლის "ჯიბეზე აისახება".
"მიუღებლად მიმაჩნია უმაღლეს სასწავლებლებზე დაბეგვრის რეჟიმის შეცვლა, რადგან ეს გამოიწვევს განათლების გაძვირებას. ფაქტობრივად, მოსწავლეს ზედმეტად ვახდევინებთ სწავლის საფასურის 20 პროცენტს, რათა სახელმწიფო ბიუჯეტი შევავსოთ. ამ გადაწყვეიტლებით ბავშვს ვართმევთ უფლებას, ისწავლოს და განათლება მიიღოს, რადგან შემქნილი ეკონომიკური პირობების გამო მოსწავლეს საკუთარი განათლების საფასურის გადახდა უწევს", - განაცხადა ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ.
ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის აზრით, შეუძლებელია, სახელმწიფომ განათლების სფერო გააძვიროს, რადგან ამით პირდაპირ მსახლეობას ართმევს უფლებას, საკუთარ შვილებს განთლება მისცენ.
"ეს იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი თავის გამოსვლებში აქცენტს განათლების დონის ამაღლებაზე აკეთებს", _ აცახდებს იგი.