რა არის უნიკოდი და რითია მნიშვნელოვანი მის ბაზაში ქართული მხედრულის მთავრული ასო-ნიშნების დამატება? როგორ განხორციელდა ეს პროექტი და რა გეგმები აქვთ მის ავტორებს?
10 მაისს უნიკოდმა ქართული მხედრული ანბანის 46 ასო-ნიშანი დაამტკიცა, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრული შრიფტის ციფრულ სივრცეში გამოყენება მომხმარებლისთვის სისტემურად ხელმისაწვდომი გახდება.
უნიკოდი სიმბოლოთა საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც კომპიუტერულ ინდუსტრიაში სხვადასხვა დამწერლობისთვის უნიკალურ კოდებს ადგენს. მასში აკრეფილი ტექსტი იძლევა გარანტიას, რომ ის გამართულად გამოისახება ყველა თანამედროვე მოწყობილობაზე. ქართული მხედრული ანბანის ამ სისტემაში დამატება შესაძლებლობას მოგვცემს, ტექსტი, კონკრეტული შრიფტით ფორმატირების გარეშე ავკრიფოთ.
ამ პროექტის განხორციელება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ აქამდე ქართველ მომხმარებელს ვებში მრავალი შეზღუდვა ჰქონდა: მაგალითად, არ შეგვეძლო მეილში მთავრულად დაგვეწერა და ა.შ. როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი აკაკი რაზმაძე ამბობს: “ქართველ მომხმარებელს არ ჰქონდა საშუალება, გადმოეტანა ციფრულ სამყაროში ის გამოცდილება, რომელსაც მე-19 საუკუნიდან ვიყენებდით”.
პროექტის ინიციატორები აკაკი რაზმაძე, მაიკლ ევერსონი და ნიკა გუჯეჯიანი იყვნენ, რომლებსაც კონსულტაციას ბესარიონ გუგუშვილი უწევდა (ცნობილი BPG შრიფტების ავტორი). ჯგუფმა იდეაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2 წლის დაიწყო და ამ პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც სამთავრობო უწყებები, ისე კომპანიები: ჯეოლაბი, ლივინგსტონი, ქართული შრიფტის ასოციაცია, გრაფიკული დიზაინის ასოციაცია და GITA. 10 მაისፊ ჯგუფსა და უნიკოდს შორის განხორციელებული მოლაპარაკების შედეგად, უნიკოდმა ქართული მხედრული ანბანის 46 ასო-ნიშანი დაამტკიცა, თუმცა ეს პროცესი ამით არ დასრულებულა. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, წინ ჯერ კიდევ რამენიმე ეტაპია. აქედან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ დამწერლობის ISO სტანდარტში დამტკიცებაა, რის შემდეგაც მას გაითვალისწინებენ ოპერაციული სისტემების ისეთი მწარმოებლፊ ბი, როგორებიც არიან: Microsoft, Apple, Google და ა.შ.