რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთში იმყოფება. როგორც Bloomberg წერს, პუტინს მდიდრული მიღება მოუწყვეს, რამაც შეიძლება დონალდ ტრამპის აღშფოთება გამოიწვიოს. მაგრამ არა მხოლოდ თავად მიღებამ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინის ნიუ-დელიში ვიზიტის დროს არაერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება, თუმცა ეს ვიზიტი უფრო მეტად შოუა.
ვლადიმირ პუტინმა და ნარენდრა მოდიმ მეგობრობის დემონსტრირება მოახდინა, რასაც ღიმილი და მანქანით გასეირნება მოჰყვა. Bloomberg-ის მიმომხილველთა აზრით, პუტინი და მოდი ამ შოუს იყენებენ დონალდ ტრამპისთვის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში თავიანთი „სტრატეგიული ავტონომიის“ დემონსტრირებისთვის. ორივე ქვეყანა ამჟამად ამერიკის მხრიდან გაზრდილი ზეწოლის წინაშე დგას: რუსეთზე ზეწოლა ხორციელდება უკრაინაში მშვიდობის დამყარების მოთხოვნით, ხოლო ინდოეთზე - რუსული ნავთობის დათმობის მოთხოვნით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მოსკოვსა და ნიუ-დელის საბჭოთა დროიდან მოყოლებული კარგი ურთიერთობები აქვთ, ამიტომ ახლა ფუნდამენტურად ახალი ან გასაკვირი არაფერი ხდება.
„თუმცა, თბილის შეხვედრა, სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაციას გააღიზიანებს“, - წერს Bloomberg.
ინდოეთსა და აშშ-ს შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მომავალ კვირას გაიმართება.
ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკული დელეგაცია „ნაკლებად აღფრთოვანებული იქნება“ იმ შეთანხმებების ნაწილით, რომლებსაც ინდოეთი რუსეთთან მოაწერს ხელს. კერძოდ, გამოცემა აღნიშნავს, მოსკოვს შეუძლია თავისი სასურსათო ბაზარი ინდოეთისთვის გახსნას, რაც ინდოელი ფერმერებისთვის ხსნა იქნება შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომის ფონზე.