ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ამბობენ რა ნივთიერება იყო გარეული იმ წყალში, არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს რას დაასახელებენ, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს,
როგორც ჯაფარიძე წერს, “აკრძალული არ არის” არ ნიშნავს, რომ ამ ნივთიერებით შეიძლება ათობით ათასი ადამიანის ჭავლით გაწუწვა.
"ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ამბობენ რა ნივთიერება იყო გარეული იმ წყალში, არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს რას დაასახელებენ.
ეგ ნივთიერება კომბინაციაში იმ გამხსნელთან, რომელიც უკვე დაადასტურეს (თავისთავად საწამლავია), კომბინაციაში ე.წ წიწაკის სპრეისთან, კომბინაციაში იმ მხუთავ აირთან, რომელშიც გვახრჩობდნენ, როცა მასში თავიდან ფეხებამდე ამოგავლებენ, როდესაც ის ხვდება თვალში, ცხვირში, ყურში, პირში (კანზე აღარც ღირს ლაპარაკი), როდესაც ეს ხდება რამდენიმე საათის განმავლობაში, როდესაც ეს მეორდება გადაბმულად რამდენიმე ღამე და წლის ორ სეზონზე (გაზაფხული - შემოდგომა), სულ რომ სტაფილოს წვენი ყოფილიყო, მაინც საზიანო იქნებოდა.
შეუძლებელია იმ კლასიფიკაციის ქვეშ (UN349 მგონი) რამე ნივთიერება იყოს, რომლის გამოყენებაც ასეთი ფორმით და ინტენსივობით იქნება დაშვებული.
ასევე, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შეშინდნენ ასე, არის ის, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, მორალურად ამართლებს ასეთი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ბევრ ისეთ ფორმას, რაზეც სხვა შემთხვევაში ვიღაცები დაიჭმუჭნებოდნენ (ტაქტიკურად რამდენად სწორია, ეგ სხვა საკითხია).
მაგალითად, შეიძლება თუ არა ადამიანმა მოგლიჯოს პრეზიდენტის რეზიდენციის ღობე ან ცეცხლი წაუკიდოს ღამით ცარიელ სასამართლოს შენობას, თუ მას გაუყალბეს არჩევნები ან წაართვეს ევროპული მომავალი, და ქიმიური იარაღით თუ დაწამლეს ის, მისი მეგობრები და ოჯახის წევრები? ამაშია საქმე.
კიდევ ერთი მომენტი, რომ სიტყვებში არ მოგვატყუონ.
“აკრძალული არ არის” არ ნიშნავს, რომ ამ ნივთიერებით შეიძლება ათობით ათასი ადამიანის ჭავლით გაწუწვა. ალბათ არსად წერია რომ აკრძალულია ბენზინის ჭავლით დემონსტრაციის დაშლა, რადგან ასეთი რამ შეიძლება აქამდე არავის მოსვლია აზრად. ბენზინიც ისეთივე გამხსნელია, როგორც BBC-ის იმ ფილმში ნაჩვენები გამხსნელი, რომლის გამოყენებაც უკვე დაადასტურა რეჟიმმა. ასევე, თავისუფალ გაყიდვაშია უამრავი ისეთი პროდუქტი, რომელიც შეიძლება სასარგებლოც იყოს თუ დანიშნულებისამებრ გამოიყენებ, მაგრამ შეფუთვაზე აწერია: “არ ჩაიდოთ პირში”, “არ მოგხვდეთ თვალში”, “შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას”, ამიტომ, “აკრძალული არ არის” ცალკე აღებული არ ნიშნავს არაფერს.
P.S როცა ამბობ, რომ 2008 წელს ომი დაიწყო წინა ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში დამნაშავე გამოდის წინა ხელისუფლება და ეს არანაირად არ ეხება ქვეყნის სამართლებრივ ბრალეულობას ან იმიჯს.
ხოლო, როცა ამბობ, რომ 2024 წელს ქართულმა ოცნებამ სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ამით ქართულ ოცნებას კი არ ადგება ზიანი, არამედ ხდება ქვეყნის დადანაშაულება საშინელ ქმედებაში და ქვეყნის იმიჯის შელახვა. ეს კი სამშობლოს ღალატია.
რაშისტული ლოგიკა", - წერს ჯაფარიძე.