საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, სააკაშვილისთვის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ სხვადასხვა პოსტების დაკავების აკრძალვა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა იქნება.
ამის შესახებ დემეტრაშვილმა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერ შალვა ნათელაშვილთან შეხვდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
""ლეიბორისტული პარტიის" წინადადებები კომისიის სარედაქციო საბჭოს სხდომაზე აუცილებლად იქნება განხილული, თუმცა, აღნიშნულ ინიციატივას, სავარაუდოდ, პერსპექტივა არა აქვს. რადგან მიხეილ სააკაშვილისთვის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ სხვადასხვა პოსტების დაკავების აკრძალვა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა იქნება", - აღნიშნა დემეტრაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტები" კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში დამატებითი ნორმების შეტანას კატეგორიულად ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება აეკრძალება.