პოლონეთის პრეზიდენტობის ფავორიტ კანდიდატებს ბონისლავ კომაროვსკის და იაროსლავ კაჩინსკის შორის 2.7% განსხვავება.ამის შესახებ ინფორმაციას "ვზგლიადი" პოლონეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის პოლონეთის საარჩევნო უბნების 71.02% დათვლილი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარტია "სამოქალაქო პლატფორმის" ლიდერმა ბონისლავ კომაროვსკიმ ხმათა 40.13%, ხოლო ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტყუპისცალი ძმამ, პარტია "კანონი და სამართლიანობის" ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ - 37.42%.
პოლონეთის ცესკოს მონაცემებით, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის მოსახლეობის 54.02% მიიღო.
პოლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ლეხ კაჩინსკის სმოლენსკში ტრაგიკულად დაღუპვის გამო დაინიშნა. სმოლენსკის აეროპორტში პოლონეთის პრეზიდენტის კატასტროფის დროს ქვეყნის პირველი პირი, მისი მეუღლე მარია კაჩინსკი, მთავრობის წევრები და სამხედრო მაღალჩინოსნები დაიღუპნენ.