ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის განცხადებით, მისი კურმირი პუტინია. ამის შესახებ კადიროვმა "სლუჟბა ნოვოსტეისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მისთვის კომფორტულია როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედევდევთან, ასევე პრემიერთან მუშაობა, თუმცა "პუტინი კუმირია".
"არჩევანს ვაკეთებ უფრო პუტინზე. ის ჩემი კუმირია. ადამიანური დამოკიდებულებას ვგულისხმობ. თუმცა ასევე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს დიმიტრი მედვედევთან, მაგრამ მყავს ჩემი კუმირი და ეს ვლადიმერ პუტინია", - განაცხადა კადიროვამა.
მისი თქმით, როდესაც რაიმე პრობლემაა, რომელიც ფედერაციის დონეზე უნდა გადაწყდეს, ის პუტინთან ან მედვედევთან დარეკვას ვერ ბედავს და წერილობით აგზავნის თხოვნას, რომ შეხვედრა დანიშნონ.