მომავალ კვირას პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი სამედიცინო უნივერსიტეტში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით იმსჯელებს. ამის შესახებ განცახდება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ დღეს სესიაზე "ქრისტიან-დემოკრატების" მოთხოვნის საპასუხოდ გააკეთა.
"ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა ისაუბრა სამედიცინო უნივერსიტეტში შემქნილ პრობელმასთან დაკავშირებით, რომელიც რეზიდენტურის პროგრამის გავლას უკავშირდება. ანიკაშვილმა ჯანდაცვის კომიტეტს მოუწოდა, რომ აღნიშნულ საკითხთა დაკავშირებით მომავალ კვირას გაიმართოს კომიტეტის საგანგებო სხდომა, სადაც მოწვეული იქნება ჯანდაცვის მინისტრი და ერთობლივად იმსჯელებენ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად.
შეგახსენებთ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენეტების ნაწილს გარკვეული პრობლემები შეექმნათ რეზიდენტურის პროგრამის გავლასთან დაკავშირებით და როგორც ანიკაშვილი აღნიშნავს "ახლა არ არის იმის ძებნის დრო, თუ გაუგებრობა ვის გამო მოხდა და ბრალი ვის დავდოთ ამისათვის".
ანიკაშვილი ითხოვს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ამოსავალი წერტილი იყოს ახალგარზდების ინტერესის გათვალისწინება, რადგან მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხევვაში ერთი მხრივ, ასეულობით ახალგაზრდას დაეკარგება პროფესიული წინსვლის შანსი და რაც მთავარია ქვეყანა დაკარგავს სამომავლოდ კვალიფიციურ კადრებს. შესაბამისად ჯანდაცვის სამინისტროს თხოვს რომ ნუ მიიღებენ "ხისტ გადაწყვეტიელბას" და ჯანდაცვის კომიტეტს მოუწოდებს ჩაერიოს სამინისტროს მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.