საქართველო არის ყაზახეთის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის შეფასების შესაძლებლობა, რაც, რა თქმა უნდა, სარგებელს მოუტანს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განაცხადა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალი დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო არის ყაზახეთის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი.
„გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას.
საქართველო არის ყაზახეთის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და თქვენი დამსახურებული დანიშვნა მეტყველებს თქვენს ძლიერ ლიდერობაზე თქვენს ქვეყანაში. გისურვებთ წარმატებას.
ასევე, ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, რათა მაღალი შეფასება მივცე საქართველოს თქვენ მიერ ბოლო წლებში მიღწეული უმნიშვნელოვანესი პროგრესისთვის. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. რამდენადაც ვიცი, შარშან ეკონომიკურმა ზრდამ მიაღწია 9.4%-ს, რაც ძალიან შთამბეჭდავ შედეგს წარმოადგენს. საქართველო არის ყაზახეთის მეგობარი ქვეყანა.
ჩვენ გვაქვს ამ ეკონომიკური ზრდის შეფასების შესაძლებლობა, რაც, რა თქმა უნდა, სარგებელს მოუტანს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას. თქვენი ვიზიტი ყაზახეთში ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ხელს შეუწყობს ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას და ურთიერთობებს ბევრ მნიშვნელოვან სტრატეგიულ სფეროში“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.