პარლამენტმა სამი დეპუტატის უფლებამოსილება სცნო. შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები ჩუღურეთში ანდრო ალავიძე, ოზურგეთში - გოჩა შანიძე და გურჯაანში - გიორგი ჩივიაშვილი პარლამენტის თანხმობით დეპუტატები არიან.
მათ მხარი დეპუტატთა უმრავლესობამ დაუჭირა. ანდრო ალავიძის უფლებამოსილებას მხარი დაუჭირა 86 დეპუტატმა 1-ის წინააღმდეგ. გიორგი ჩივიაშვილი დამტკიცდა 72 ხმით არც ერთის წინააღმდეგ. გოჩა შანიძეს კი 80 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარემ მათ წარმატება უსურვა ლა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში მათი საქმიანობაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც დანარჩენი ნაციონალების.
შეგახსენებთ, რომ სამივე დეპუტატი არის ნაციონალების კანდიდატი, რომლებიც დასახელებულნი იყვნენ სამ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატებად.