უკვე მეორე დღეა, ახალი ზელანდიაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. დღეს დილით ფარუელის სანაპიროზე კიდევ 200-მდე შავი დელფინი გამოირიყა. გიგანტური ზღვის ბინადრები შესაძლოა ზვიგენს შეეშინებინა. ერთ-ერთ დელფინს ზურგზე ზვიგენის ნაკბენები აქვს. დელფინების გადარჩენას სანაპიროზე რამდენიმე ასეული მოხალისე ცდილობს. გუშინ ფარუელის პლაჟზე 400-მდე გრინდ-დელფინი გამოირიყა. მაშველებმა მხოლოდ ასამდე დელფინის გადარჩენა შეძლეს.