ავდეევკაში კვლავ სროლის ხმა ისმის. ეუთოს დამკვირვებელთა მტკიცებით, ორმხრივი სროლის გამო დაზიანებული ელექტროგადამცემის სარემონტო სამუშაოები ისევ შეჩერდა. ქალაქს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ვითარება დონბასში გასულ კვირას დაიძაბა. შეტაკებებს მსხვერპლი ორივე მხარეს მოჰყვა. უკრაინული მხარე ვითარების გამწვავებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.