გავლენიანი გერმანული გამოცემის რედაქციას თავს კრიტიკის ტალღა დაატყდა. ამის მიზეზი ახალი ნომრის გარეკანი გახდა, რომელზეც დონალდ ტრამპის კარიკატურაა გამოსახული. თეთრი სახლის ლიდერს ხელში თავისუფლების ქანდაკების მოკვეთილი თავი უჭირავს. როგორც კარიკატურის ავტორი ედელ როდრიგესი აცხადებს, მისი ნახატი რეალობას ასახავს, რადგანაც ამერიკის ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლის შემდეგ დემოკრატიას თავი მოეჭრა.