მექსიკის კედერი ორ წელიწადში აშენდება. ამის შესახებ ამერიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯონ კელიმ განაცხადა. მისივე თქმით, კედლის მშენებლობა უახლოეს თვეებში დაიწყება. თავდაპირველად დამცავი ბარიერი განსაკუთრებით პრობლემატურ მონაკვეთებზე აშენდება, შემდეგ კი მათ შეაერთებენ. კელის განმარტებით, მშენებლობისთვის საჭირო თანხები ძალიან მალე გამოიყოფა, თუმცა შინაგან მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ გამოყოფს მშენებლობის დასაფინანსებელ სახსრებს. თეთრი სახლის ლიდერი აცხადებდა, რომ კედლის მშენებლობას მექსიკურ მხარესაც დააფინანსებდა, რაზეც მეხიკომ კატეგორიული უარი თქვა.