მის სამყარო 2017 ფრანგი ლამაზმანი, 24 წლის ირის მიტინერი გახდა. სილამაზის 65 -ე კონკურსს უკვე მესამედ ფილიპინების დედაქალაქმა მანილამ უმასპინძლა. სამყაროს ულამაზესი ქალბატონის ტიტულისთვისის 86 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელიც იბრძოდა. ვიცე-მისის ტიტული წილად ჰაიტელ რაკელ პელისიეს ხვდა, მეორე ვიცე-მისის ტიტული კი კოლუმბიის წარმომადგენელს, ანდრეა ტოვარს ერგო.