"ზამთრის თასი 2017"-ის ფინალში ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ვეტერანთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ქართველმა ვეტერანებმა უკრაინელები 7:4 დაამარცხეს. შეხვედრაში პოკერი შეასრულა ალექსანდრე იაშვილმა, რომელმაც უკრაინელებს 4 ბრწყინვალე გოლი გაუტანა, კობიაშვილმა დუბლი მიითვალა, ერთი გოლი კი დავით მუჯირის ანგარიშზეა.