საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის კონფლიქტი ნახევრადგაყინულ მდგომარეობაში იმყოფება. განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა მარკ პერენ დე ბრიშამბომ ტელეარხ " ღთ" სათვის მიცემულ ინტერვიუში.
"სამწუხაროდ, ჯერ ამ რეგიონში ჩვენ გვქონდა გაყინული კონფლიქტი, მერე იგი აქტიურ სტადიაში გადაიზარდა, ახლა კი ჩვენ ხელში გვაქვს ნახევრადგაყინული კონფლიქტი", _ განაცხადა ბრიშამბომ.
მანვე აღნიშნა, რომ ეუთო მუდმივად ცდილობს მხარეთა შორის მოლაპარაკებათა პროცესი დაალაგოს და სინანულს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ორგანიზაციას საქართველოში ოფისი არ აქვს.
"თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს სიტუაციას და ვაგრძელებთ პოლიტიკურ დიალოგს, იმ იმედით, რომ იგი აქტიური მოლაპარაკებების ფაზაში გადავა", _ აცხადებს ბრიშამბო.