რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით საქართველოს ინტერესებზე არც ფრანგული და არც სხვა ევროპული ქვეყნები არ ივაჭრებენ.
როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა, "რუსეთის პრემიერ მინისტრის ვლადიმერ პუტინის პარიზში ორი დღით ადრე ვიზიტამდე ფრანგულმა მხარემ საქართველოს პრეზიდენტთან კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მარდაჭერა და გამოიკვეთა, რომ საფრანგთი საქართველოს ინტერესებს ვაჭრობის საგნად არ გახდის", - განაცხადა იაკობაშვილმა.
მისივე შეფასებით, საფრანგეთსა და საქართველოს პრეზიდენტების შეხევდრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სადაც რიგის საკითხები განიხილა. მათ შორის, რუსეთისთვის მისტრალის მიყიდის თემაც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარიზში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის, პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ასევე გამოსვლები ქონდა სამეცნიერო და კვლევით ცენტრებში სადაც დაინტერესებული პირების კითხვებს უპასუხა.