თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღევანდელი სამუშაო დღე ხელნაკეთი ნივთების საიუვილერო სახელოსნოში მუშაობით დაწყო.
გიგი უგულავამ ტიხრული მინანქრით საქართველოს სახელმწიფო დროშის გულსაბნევი დაამზადა.
"ზუსტი და ფაქიზი სამუშაო. ამიტომ არის ძალიან საინტერესო. უნდა ავღნიშნო, რომ დასაფასებელი სამუშაო და საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია, რადგან საზღვარგარეთ დიდი მოთხოვნილებაა", - განაცხადა უგულავამ და სახელოსნოს თანამშრომლებს საზღვარგარეთ გამოფენებზე მათი ნაკეთობების გატანაში დახმარებას დაპირდა.
ამასთან, გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ მისთვის სხვადასხვა სამუშაოს შესრულების დროს მიღებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია.
საიუვილერო სახელოსნოში 7 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ოქროს, ვერცხლის და ტიხრული მინანქრის ნაკეთობებს ამზადებენ.