დღეს ქუთაისის პროკურატურის თანამშრომლებმა სისხლი ჩააბარეს, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდებათ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროკურატურიდან აცნობეს, რეგიონში ლეიკემიის დიაგნოზით 16 არასრულწლოვანი მკურნალობს.
"ლეიკემიით დაავადებული ბავშვებს მოხმარდება სისხლის გაღებისთვის გადახდილი ანაზღაურებაც. ქუთაისის პროკურატურა მსგავს აქციებს მომავალშიც განახორციელებს", - აცხადებენ საქველმოქმედო აქციის მონაწილეები.
საქველმოქმედო აქცია პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში განხორციელდა. ქუთაისის რაიონული პროკურატურა პროექტში ერთი თვის წინ ჩაერთო. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პროკურატურის მჭიდრო თანამშრომლობას ბავშვებთან და მოზარდებთან, უზრუნველყოს პროკურატურის, როგორც დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანოს მუშაობის ეფექტურობა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.