სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფინანსთა სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. რუსული დელეგაციის წევრებს ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი უკვე შეხვდა.
"სამხრეთ ოსეთი მაქსიმალურად გამჭვირვალეა. რუსეთის ფედერაციას კი უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ სამხრეთ ოსეთში გამოგზავნილი თანხები აკონტროლოს", _ განაცხადა შეხვედრაზე კოკოითმა და დასძინა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ფინანსების კონტროლის საკითხში მჭიდროD თანამშრომლობს რუსეთის კონტროლის პალატასთან.
"იმ დარღვევებს კი რომლებიც რუსეთის კონტროლის პალატამ აღმოაჩინა, ჩვენ უახლოეს მომავალში აღმოვფხვრით", _ დაპირდა კოკოითი რუსეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს.