აფხაზ და ოს სეპარატისტთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციები ერთობლივ კომუნიკეს ამზადებენ, რომელშიც მოლაპარაკებების მსვლელობის გამო ერთობლივ უკმაყოფილებას გამოხატავენ. ეს განცხადება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე აფხაზ სეპარატისტთა დელეგაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ გააკეთა.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, ნიშნავს, თუ არა ამგვარი კომუნიკეს შემუშავება იმას, რომ მოლაპარაკებათა მორიგი, მე-12 რაუნდი არ გაიმართება, ჩირიკბა აცხადებს, რომ "იმის გამო, რომ მხარეთა პოზიციები ძალიან შორს არის ერთმანეთისგან, იმის გამო, რომ მოლაპარაკებების ორგანიზატორები თავად უშლიან ხელს ამ მოლაპარაკებებზე მთავარი _ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემუშავებას, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება", _ აცხადებს ჩირიკბა.
"თუმცა ჯერ რთულია ამაზე საუბარი, ამ საკითხზე ჩვენ ვიმსჯელებთ ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ სოხუმს, ცხივალს და თბილისს ეწვევიან", _ განაცხადა ჩირიკბამ.
მისივე თქმით, "ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ამჟამად კრიზისულ მდგომარებაში იმყოფება".