თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა გაიხსნა, თუმცა მოძრაობა უსაფრთხო არ არის. 20 ივნისიდან გზაზე მოძრაობა სრული დატვირთვით იქნება შესაძლებელი - ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, თუშეთში ტურისტული სეზონი 20 ივნისიდან გაიხსნება. წელს დამსვენებლებს რამდენიმე ახალი სასტუმრო მიიღებს, რომლის ხარჯიც ერთი დღის განმავლობაში კვებასთან ერთად 40-დან 70 ლარის ფარგლებში მერყეობს.