უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინაში მებრძოლმა ვანო ნადირაძემ გაავრცელა.
"სამწუხაროდ ორი ქართველი,ორი მაგარი მეომარი დავკარგეთ გუშინ
დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია.
ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე.
დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს" - წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.