მოსკოვი იმედოვნებს, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მისვლის შემდეგ ვაშინგტონთან ურთიერთობა დალაგდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ბოლო წლებში ურთიერთობამ ორ ქვეყანას შორის აშკარა დეგრადაცია განიცადა, რაც ჩვენი ბრალი არ არის. დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დამიდასტურა, რომ ურთიერთობის დალაგება აუცილებელია. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ მოსკოვისა და ვაშინგტონისთვის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის,“-აღნიშნა პუტინმა.