მიშელს პრეზიდენტობა არ უნდა. ამის შესახებ ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა Rolling Stone-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მიშელი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. მისი ძალიან ბევრ ამერიკელს სჯერა, მაგრამ ძალიან მგრძნობიარეა იმისთვის, რომ პოლიტიკაში წავიდეს,“-აღნიშნა ობამამ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიშელ ობამას 2020 წლის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება სურს.