ბელარუსში სასიკვდილო განაჩენი აღასრულეს. ივან კულეში 3 მკვლელობაში, ყჩაღობაში, ქურდობასა და კიდევ ერთი მკვლელობის მცდელობაში იყო ბრალდებული. სასიკვდილო განაჩენი მას გასული წლის 20 ნოემბერს გამოუტანეს. მიმდინარე წლის 29 მარტს სააპელაციო პროცესზე კულეშმა ჩადენილი დანაშაულის გამო სინანული გამოთქვა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ეთანხმება. პრეზიდენტისთვის მას შეწყალება არ უთხოვია.