საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. შესაბამისი ინიციატივით საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-მარკ ეირო გამოვიდა.
„ჩვენ ალეპოში სისხლისღვრის შესაჩერებლად და ჰუმანიტარული დახმარების შესატანად ზომები დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ,“-აღნიშნა საფრანგეთის პირველმა დიპლომატმა.
ალეპოში სახელისუფლო ძალებსა და ამბოხებულებს შორის შეტაკებები რამდენიმე თვეა, გრძელდება. ასადის არმიამ აღმოსავლეთ ალეპოზე კონტროლი უკვე დაამყარა.