5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელსაც მთელი მსოფლიოს გარემოსდაცვითი ორგანიზაციები და მათ შორის, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრები - საქართველო აღნიშნავს".
საქართველოს მწვანეთა მოძრაობას დაგეგმილი აქვს მშვიდობიანი მსვლელობითი აქცია თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია), მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე.
მსვლელობითი აქციის დროს, მოხალისეების მიერ წარმოდგენილი იქნება საქართველოს "წითელი ნუსხის~ (საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებლი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა) ჩამონათვალი, რომელიც აქციის დასრულების შემდეგ გამოიფინება საქართველოს პარლამენტის შენობის წინ.
16:00 საათზე კი საქართველოს მწვანეთა მოძრაობისა და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ინიციატივით (გუდიაშვილის11) ჩატარდება კონფერენცია თემაზე: "ორი და გარემო". კონფერენცია ეძღვნება საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში განვითარებული კონფლიქტებით გამოწვეულ ზემოქმედებას გარემოზე.
გარდა ამისა, 11:00 საათზე, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი" და "საქართველოს მწვანე ავტოკლუბი" კამპანია "პარტნიორობა გარემოს დაცვისთვის" ფარგლებში, ატარებს ავტომობილების გამონაბოლქვის ნებაყოფლობით, უფასო შემოწმების აქციას.
აქცია გაიმართება "მაჰას" სადიაგნოსტიკე სადგურში (აღმაშენებლის ხეივანი, "ტოიოტას" ცენტრის გვერდით). აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს და ავტომობილის გამონაბოლქვის უფასო კონტროლით, თავისი წვლილი შეიტანოს დედაქალაქის ატმოსფერული ჰაერის დაცვის საქმეში.