"ჩვენი ისტორიის განადგურების უფლება არ გაქვს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ბუქარესტში, ანთიმოზ ივერიელის სახლობის ტაძრის მონახულების შემდეგ განუცხადა, სადაც რუმინეთის მართმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს შეხვდა.
"ჩვენი ისტორიული ძეგლები ყველგან უნდა დავიცვათ. როგორც იცით, თურქეთში ჩვენი ძეგლები ფაქტიურად დანგრევის პირას არის. რომლის აღდგენაც მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა ბიუროკრატიული მიზეზების გამო ვერ ხდებოდა. აღდგენის პროცესი უნდა დავაჩქაროთ, რადგან არ გავქვს უფლება ჩვენი ისტორია დავკარგოთ", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მკაცრი დავალება საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროებს უკვე მისცა.