"კოსოვოს აღიარება საქართველოსთვის პრეცედენტი ვერ გახდება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბუქარესტში, საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ განუცხადა.
"მინდა აღვნიშნო, რომ კოსოვოს აღიარება საქართველოსთვის პრეცედენტი ვერ გახდება. ნატოს სამიტი გვიახლოვდება და კარგად გვესმის საქართველოს მისწრაფებები. ჩვენი პოზიცია იგივე რჩება. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება. ამის ზუსტ დროს ვერ დავასახელებთ, მაგრამ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება სამოქმედო
მისივე თქმით, რუმინეთი მხარს არ უჭერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის უსაფრთხოების პროექტს.
"მედვედევის პროექტი ევროპაში უსაფრთხოების პრობლემას ვერ გადაჭრის", - აღნიშნა მან საქართველო პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, რუმინეთის პრეზიდენტი საქართველოში ჩატარებულ 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ "საქართველომ გააორმაგა ბრძოლა პოლიტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, სტაბილურობისა და დემოკრატიული პროცესების გაღრმავებით. ამაზე მეტყველებს თვითმმართველობის არჩევნებიც".