აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა, სადაც მას ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი დახვდა. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.
თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ტრამპი ერ-რიადის მეფე ჰალიდის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავიდან გადმოდის, ქვემოთ კი მას ტახტის მემკვიდრე პრინცი ესალმება.
Sky news-ის ცნობით, ეს ტრამპის პირველი მნიშვნელოვანი დიპლომატიური ვიზიტია მეორე ვადის განმავლობაში.
აშშ-ის პრეზიდენტის ახლო აღმოსავლეთის ტურნე სამ დღეს გაგრძელდება და ასევე მოიცავს ვიზიტებს კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.