ევროკომისია სირიის საკითხთან დაკავშირებით ერთიანი ევროპული სტრატეგიის ინიციატივით გამოდის. საგანგებო განცხადება ჟან-კლოდ იუნკერმა სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა.
“ ჩვენ საერთაშორისო მოლაპარაკებებში აქტიურად უნდა ჩავერთოდ და ვიზრუნოთ ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე. ევროკავშირის საგარეო საკითხთა კოორდინატორი ფედერიკა მოგერინი კი, რომელიც კოლოსალურ სამუშაოს ატარებს, ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე უნდა იყოს,“-აღნიშნა ევროკომისიის თავმჯდომარემ.