მომავალი წლისთვის შეერთებული შტატები 110 ათასი ლტოლვილის მისაღებად ემზადება. შესაბამისი გეგმა სენატის იურიდიულ კომიტეტს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა წარუდგინა. ქერის გეგმა უკვე გააკრიტიკა კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა ბობ გუდლატმა. მისი თქმით ლტოლვილთა რაოდენობის გაორმაგება ამერიკელთა ცხოვრებაზე მკვეთრად ნეგატიურად აისახება. წელს შეერთებულმა შტატებმა 85 ათასამდე ლტოლვილი მიიღო.