ბარაქ ობამამ პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპის სკანდალურ განცხადებებზე კომენტარი ფილადელფიაში ვიზიტისას გააკეთა.
„რესპუბლიკურ პარტიაში უცნაური რამ ხდება. მათი ნომინანტი მხარს უჭერს პუტინს და აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ძლიერი ლიდერია. და ეს მაშინ, როდესაც ეს ადამიანი პატარა ქვეყნების ტერიტორიაზე იჭრება, ციხეებში სვამს თავის ოპონენტებს, აკონტროლებს პრესას და თავისი ქვეყნის ეკონომიკას ხანგრძლივ რეცესიაში უშვებს. ბატონი ტრამპი მსგავსი განცხადებებით ამომრჩევლის ნდობას კარგავს,“-აღნიშნა ობამამ.