ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში „როსტოვი“ მიუნჰენის „ბავარიასტან“ გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდნენ. რუსებმა 5 უპასუხო გოლი გაუშვეს. ანგარიში 28 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, პირველი ტაიმის დასასრულს კი ანგარიში 2-მდე ტომას მიულერმა გაზარდა. შეხვედრის მეორე ნახევარში როსტოველთა კარი ჯოშუა კიმიჰმა და ხუან ბერნატმა 3-ჯერ აიღეს. კიმიხმა შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.