ისრაელის ყოფილმა პრეზიდენტმა შიმონ პერესმა ინსულტი გადაიტანა. 93 წლის ექსპრეზიდენტი ამჟამად კარდიოლოგიურ კლინიკაში იმყოფება და მას ინტუბაციას უტარებენ. ჯანმრთელობის პრობლემა პერესს წელს ორჯერ შეექმნა, რის გამოც ის საავადმყოფოში მოხვდა. შიმონ პერესი პრეზიდენტის პოსტს 2007-2014 წლებში იკავებდა.