ჰილარი კლინტონი წინასაარჩევნო კამპანიაში გამოჯანმრთელებისთანავე ჩაერთვება. ამის შესახებ მისი საარჩევნო შტაბის წევრებმა განაცხადეს. მათივე თქმით, პრეზიდენტობის დემოკრატი თავს გაცილებით უკეთ გრძნობს და ხვალ სამსახურში გასვლას აპირებს. კლინტონმა თავი შეუძლოდ 11 სექტემბრის ტრაგედიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იგრძნო. ექიმებმა მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს.