ნიუ იორკის პროკურატურა დონალდ ტრამპის ფონდის საქმიანობით დაინტერესდა. ეწყების ხელმძღვანელის, ერიკ შნაიდერმანის თქმით, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმისა, რომ ფონდი არაკომერციული სტრუქტურისთვის დაუშვებელ საქმიანობას აწარმოებდა. თუ რომელ არაკანონიერ საქმიანობაზეა საუბარი, პროკურორს არ დაუკონკრეტებია, თუმცა სავარაუდოდ საუბარია 2013 წლის ინციდენტზე, როდესაც ტრამპმა ფლორიდის პროკურორს სოლიდური თანხა საქველმოქმედო ფონდის ანგარიშიდან გადაურიცხა.