ცნობილმა ამერიკელმა სამედიცინო ექსპერტმა ჰილარი კლინტონის ავადმყოფობის შესახებ მოულოდნელი ვერსია გაავრცელა. ბენეტ ომალუს მტკიცებით, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი შესაძლოა მოეწამლათ. მედანატომმა კლინტონის საარჩევნო შტაბს მისი სისხლის ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა ურჩია. ომალუ არც პოლიტიკურ განცხადებების გაკეთებას მოერიდა. წარმოშობით ნიგერიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ პუტინისა და ტრამპისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ჰილარი კლინტონმა თავი შეუძლოდ 11 სექტემბრის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იგრძნო. ექიმებმა მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს.