მარილის ექსპორტიორ ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერენ, მოსკოვი ემბარგოს უწესებს. შეზღუდვები მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. მხოლოდ გასულ წელს რუსეთმა 1,7 მილიონი ტონა მარილის იმპორტი განახორციელა. მიმწოდებელ ქვეყნებს შორისაა უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი, თურქეთი, ჰოლანდია, დანია და შვეიცარია.